Saturday, December 19, 2009

1. პროექტის სახელი: მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციის მოძიება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, მწერლის შესახებ ბლოგის გაკეთება.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ცნობებს მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ,წაიკითხავენ მწერლის პროზაულ ნაწარმოებებს, ლიტერატურულ წერილებს, დღიურებს, ჩანაწერებს, მოგონებებს, სიტყვებს, გამოიყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, მოიძიებენ ფოტო მასალას, შექმნიან ბლოგს მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
4. მონაწილეთა ასაკი: X კლასი
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2-3 თვე.

6პროექტის შადაძლო აქტივობა კლასში: მოძებნილი მასალის წარმოდგენა და განხილვა, პრეზენტაციის გაკეთება, ვებ-გვერდის გაკეთება, ბლოგის გაკეთება.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას: მოსწავლემ შეიძლება გააკეთოს ბუკლეტი, ჩანახატი, შექმნას ბლოგი პროექტის შესახებ. სკოლაში მოეწყობა მიხეილ ჯავახიშვილის სტენდი, მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციას მწერლის შესახებ და და ეს პრეზენტაცია განთავსდება პროექტის საიტზე.
8. სარგებელი სხვებისთვის: პროექტის საიტისა და სკოლაში წარმოდგენილი გაკვეთილის მნახველები გაეცნობიან მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული, ისტორია, რელიგია, ხელოვნება.
მოსწავლეებს განუვითარებს ძირითად საკომუნიკაციო უნარებს: წერას, კითხვას, მოსმენას, საუბარს. მწერლის შემოქმედებაზე შექმნიან ნახატებს, მიმოიხილავენ ლიტერატურულ ნაწარმოებებს, შეისწავლიან რელიგიის მნიშვნელობას მწერლის შემოქმედაბასა და ცხოვრებაში, ისტ-ის გამოყენებით მოიძიებენ მასალებს, დაამუშავებენ, გააკეთებენ პრეზენტაციას, ვებ-გალერეაში ატვირთავენ სურათებს.
11. პროექტის ფასილიტატორი: მაკა სამსიანი
12. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: suramizindisi@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: www.makasamsiani.blogspot.com

სლაი შოუ მიხეილ ჯავახიშვილზე: